რამდენიმე დღის წინ ყველამ ნახა ლენარტ კარლის განცხადება, რომელმაც სამომავლოდ მადრიდის რეალში ტრანსფერის სურვილი გამოთქვა.
ახლახანს გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდის რეალის ისტორიაში ყველაზე დიდი მეტოქის, ლიონელ მესის წვივსაფარით თამაშობს, რაც ლოგიკურად იწვევს ურთიერთშეუსაბამობას.
აღნიშნულზე საუბარი ფანებმაც აქტიურად დაიწყეს:
"ეტყობა, რომ ბავშვია, ჯერ ყველაფერს გულწრფელად ამბობს და აკეთებს, შემდეგ კი რაღაცებზე დამოკიდებულება შეეცვლება"
"ხან რეალი სურს, ხან ბარსელონას აფეტიშებს, იქნებ ვინმემ უთხრას, რომ ბაიერნზე კონცენტრირდეს?!"
"რამდენადაც კარგად არ უნდა თამაშობდეს, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ბაიერნის ფეხბურთელისგან ძალიან უცნაურად აღიქმება", - წერენ გულშემატკივრები.
ფოტო