კრისტალ პალასში გადაწყვეტილი აქვთ, რომ მარკ გეჰი ზამთარში გაყიდონ და ტრანსფერში ფული არ დაეკარგოთ, ახლახანს კი მისი ფასი გაირკვა.
როგორც დაიწერა, ინგლისური კლუბი ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს მოითხოვს, რაც ბაიერნის ფინანსურ გეგმებს იდეალურად ერგება.
გეჰის წაყვანით ბაიერნთან ერთად ინგლისური გრანდებიც არიან დაინტერესებულნი, ამიტომ გერმანულ კლუბს აქტიურობა და სისხარტე მართებს.