უკვე რამდენიმე კვირაა იწერება იმის შესახებ, რომ ბაიერნი ბრუნო ფერნანდეშითაა დაინტერესებული, რომელზეც ამბობენ, რომ სულ მალე გუნდი უნდა შეიცვალოს.
ბოლო პერიოდში პორტუგალიელმა არაერთხელ უარყო წინადადებები საუდის არაბეთიდან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ბრუნო ევროპიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.
თავის მხრივ, იუნაიტედს ურჩევნია, რომ ბრუნო კონტრაქტის ამოწურვამდე გაყიდოს, არაინგლისური კლუბებისთვის კი მისი გამოსასყიდი 50 მილიონი ევრო იქნება.
გერმანულ მედიაში წერენ, რომ ბაიერნის ხელმძღვანელობა ფერნანდეშის დიდი გულშემატკივარია და დასახელებულ ფასად მის დამატებას კლუბში წარმატებულ ნაბიჯად მიიჩნევენ.