Telegraf-ის ინფორმაციით, ბაიერნმა სერბეთში 17 წლის ტალანტს, ვასილიე კოსტოვს მიაგნო, რომლისგანაც ქვეყანაში დიდ კარიერას ელიან.
კოსტოვი პოზიციით ფორვარდი/შემტევი ნახევარმცველია და როგორც დაიწერა, მის კანდიდატურას არსენალიც სერიოზულად განიხილავს.
წყაროს მტკიცებით, ზაფხულში სერბული კლუბი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ წინადადებებს მიიღებს და ბაიერნის აქტიურობასაც უნდა ველოდოთ.
სავარაუდოდ, კოსტოვში ცრვენა ზვეზდა 20 მილიონ ევროს მოითხოვს.