მარადიული თემა ბუნდესლიგისა და ჩემპიონთა ლიგის დონეების შედარების შესახებ ამჯერად ოდნავ გადასხვაფერდა, კითხვის ადრესატი კი ჰარი კეინი გახლდათ.
Bild-მა იკითხა თუ რამდენად მოახდენდა ბუნდესლიგის იოლად და რაც მთავარია, ნაადრევად მოგება ბაიერნის სათამაშო რიტმის შენარჩუნებაზე, რაზეც ინგლისელს ასეთი პასუხი ჰქონდა:
"არ მადარდებს თუ მარტში ან აპრილში მოვიგებთ ჩემპიონის ტიტულს. ვფიქრობ, იმ მენტალობით, რომელიც ახლა გვაქვს, ამას მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს. ჩვენ უბრალოდ ისევე გავაგრძელებთ თამაშს, როგორც აქამდე ვთამაშობდით", - თქვა კეინმა.
გამოცემა წერს, რომ ფანების უმეტესობა სწორედ ამ მენტალიტეტს და მიდგომას უფასებს როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელსაც, რომელმაც მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა.