მაქს ებერლმა პასუხი გასცა კითხვას თუ რამდენად არის ან იქნება ნიკო შლოტერბეკის დორტმუნდიდან ბაიერნში ტრანსფერი კლუბისთვის, მისმა პასუხმა კი რეკორდმაისტერის გულშემატკივრები ცუდ გუნებაზე დააყენა:
"არ მინდა, რომ ამაზე ბევრი ვილაპარაკო, თანაც ბევრი არც მაქვს სათქმელი. მუდმივად ვამბობ, რომ ჩვენთვის პრიორიტეტი შიდა სატრანსფერო პოლიტიკა და ფეხბურთელების კონტრაქტის განახლებაა, რაც ამ მომენტში დაიოტ უპამეკანოს ეხება, ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი. სხვა საკითხებზე ფიქრსა და მუშაობას მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ", - თქვა ებერლიმ.
გულშემატკივრები სოც.ქსელებში წერენ, რომ უპამეკანოსადმი ნდობა არ აქვთ, განსაკუთრებით დიდ და მნიშვნელოვან მატჩებში, რის გამოც ისინი შლოტერბეკის ტრანსფერს ითხოვენ, რომელიც თავადაც არის მოწადინებული უფრო მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გადასვლაზე.
როგორც ჩანს, ბაიერნში სიტუაცია არ იცვლება და მიუხედავად იმისა, რომ უპამეკანოს ხარისხი და მოთხოვნები ერთმანეთს თითქოს არ შეესაბამება, კლუბი ალტერნატივის მონახვაზე დიდად თავს არ იკლავს.