ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "კიოლნს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 დაამარცხა.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე არ გამოჩენილა "რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი, ჰანს ფლიკი.
მიზეზი საინტერესოა. გერმანელი სპეციალისტი გაციებულია, რის გამოც თავი შეიკავა საზოგადოებაში გამოჩენისგან.
შესაბამისად, ფლიკის შეფასებას დღევანდელი მატჩის თაობაზე ვერ მოვისმენთ.