ამ კვირაში ჩემპიონთა ლიგის თამაშებია და რამდენიმე გუნდმა წინასამატჩო პრესკონფერენცია უკვე გამართა.
ერთ-ერთი ასეთი მილანის ინტერია, საიდანაც კრისტიან კივუმ და მანუელ აკანჯიმ ბაიერნის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს:
კივუ: "ვფიქრობ, რომ ახლა ევროპაში 2 საუკეთესო კლუბია და ესენი ბაიერნი და არსენალი არიან."
აკანჯი: "არსენალი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ არა საუკეთესო, რადგან ეს სტატუსი ბაიერნს ეკუთვნის, რადგან ისინი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, უამრავი გოლი გააქვთ და საკმაოდ ცოტას უშვებენ."