"ტიტულების მოგება კარგ მწვრთნელად არ გაქცევს" - კომპანი ხვალინდელი მატჩის წინ

"ტიტულების მოგება კარგ მწვრთნელად არ გაქცევს" - კომპანი ხვალინდელი მატჩის წინ

ვენსან კომპანის პრესკონფერენცია სენ-ჟილთან მატჩის წინ ჩემპიონთა ლიგაზე:

"ცუდი სტატისტიკა სენ-ჟილთან მაშინ, როცა ანდერლეხტს ვწვრთნიდი? - ამას ახლა ვერ შევადარებთ, სულ სხვადასხვა დროებზე ვსაუბრობთ."

"მუსიალას დაბრუნება ძალიან მიხარია. ის კვლავ მომღიმარი ვარჯიშობს. ჯამალთან დაკავშირებით გეგმა გვაქვს და თავს მოქნილად ვგრძნობთ."

"ოლისე? - ის სულაც არ არის ჩუმი და მისტიკური, ის საკმაოდ კომუნიკაბელური პიროვნებაა და გუნდელებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ოლისე თავის ხასიათს მოედანზე ყოველთვის აჩვენებს, თუმცა მედიასთან ხანდახან ჩუმიც წარსდგება ხოლმე."

"კიმიხი დაიწყებს თუ არა, ამასთან დაკავშირებით ვმსჯელობთ ფეხბურთელთან. ვარჯიშით კარგად ივარჯიშა. უნდა ვნახოთ თუ როგორ იგრძნობს თავს."

"კეინი? - ის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და ზუსტად იცის თუ როგორ უნდა იმოქმედოს მოედანზე."

"ჩემი განვითარება? - არ ვფიქრობ, რომ ტიტულების მოგება გაქცევს კარგ მწვრთნელად. არც იმას ვფიქრობ, რომ ლიგიდან გავარდნა და დაქვეითება გაქცევს ცუდად. კარგი მწვრთნელი ისაა, ვისაც მუდმივად შეუძლია რაღაც ახლის სწავლა მიუხედავად იმისა, იგებს თუ აგებს მისი გუნდი", - თქვა კომპანიმ.

ბაიერნი როიალ სენ-ჟილს ჩემპიონთა ლიგაზე ხვალ, 23:55-ზე უმასპინძლებს.


20-01-2026, 21:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2