ლეროი სანეს ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" შესაძლოა აღარ შედგეს.
გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რიგებში 24 წლის გარემარბის ტრანსფერზე აზრთა სხვადასხვაობა. გუნდის ხელმძღვანელობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სანეს დამატება მიზანშეწონილი არაა.
ამას ემატება ის ფაქტიც, რომ "სიტის" ფეხბურთელმა სულ ახლახანს აგენტი გამოიცვალა და შესაბამისად, მხარეებს შორის ახალი შეთანხმება უნდა შედგეს. ეს კი "ბაიერნის" ხელძღვანელობას არ აწყობს.
წყაროს ცნობით, ახლა კლუბის მთავარი პრიორიტეტი კაი ჰავერცისა და ტიმო ვერნერის შეძენა იქნება. სანეს ტრანსფერი კი, დიდი ალბათობით, აღარ შედგება.