მოგეხსენებათ, 2021 წლიდან მსოფლიოს საკლუბოს ჩემპიონატში ფორმატის ცვლილება მოხდება და გუნდების რაოდენობა 6-დან 24-მდე გაიზრდება.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო 4 წლის გამარჯვებული. 2018 - "რეალი", 2019 - "ლივერპული" და 2020 და 2021 წლების ჩემპიონები.
გამოცემა ZDF-ის ინფორმაციით, განახლებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ევროპიდან ჯამში 12 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. კლუბები დარჩენილ 8 ადგილს კი UEFA-ს რეიტინგის მიხედვით მიიღებენ.
ამჟამად მიუნხენის "ბაიერნი" მესამე ადგილზეა, რაც ტურნირზე მოხვედრის გარანტია. იმ შემთხვევაში თუ "რეკორდმაისტერი" პოზიციას არ დაკარგავს, ან მომავალი 2 წლის მანძილზე ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, მაშინ გერმანულ გრანდს საკლუბო მუნდიალზე ვიხილავთ.