მანჩესტერ "სიტი" მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა ვარსკვლავის, სერჟ გნაბრის დამატებით ინტერესდება.
ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, "ქალაქელებმა" უკვე დაიწყეს ტრანსფერზე მუშაობა.
წყაროს ცნობით, მანჩესტერული კლუბი მზადაა გნაბრის სანაცვლოდ ლეროი სანეც დათმოს, რომლის დამატებასაც "რეკორდმაისტერი" უკვე საკმაოდ დიდი ხანია ცდილობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად შეელევა მიუნხენური გრანდი 24 წლის გარემარბს, რომელიც მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება.