მიუნხენის "ბაიერნმა" ლონდონის "ჩელსის" ყოფილი სკაუტი, ფლორიან ზანი დაიმატა.
ახალგაზრდა სპეციალისტი ინგლისურ კლუბში 4.5 წლის მანძილზე მუშაობდა და ის ტალანტებს ეძებდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.
როგორც ცნობილია, ზანი "ბაიერნშიც" იგივე საქმიანობას გააგრძელებს და მისი მისია იქნება 17 წლამდე ფეხბურთელების აღმოჩენა "რეკორდმაისტერისთვის".