მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარული გარემარბი, არიენ რობენი, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება.
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ 34 წლის ჰოლანდიელი გუნდს უკვე შეუერთდა და "ბაიერნში" მის მოედანზე დაბრუნებას მომდევნო კვირაში ელიან.
ამ უქმეებზე "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგის 24-ე ტურში სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას" დაუპირისპირდება, ხოლო მომედვნო კვირას შინ "ვოლფსბურგს" მიიღებს და რობენის დაბრუნება სწორედ "მგლების" წინააღმდეგ არის მოსალოდნელი.
ასე, რომ არიენ რობენი "ლივერპულთან" საპასუხო მატჩისთვის, რომელიც 13 მარტს გაიმართება, აუცილებლად მზად იქნება.