მოგეხსენებათ, მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად არის დაინტერესებული ახალგაზრდა მცველის, დაიოტ უპამეკანოს დამატებით.
კატალონიური გამოცემა RMC Sport-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" სატრანსფერო ბრძოლაში კონკურენციას "ბარსელონა" გაუწევს.
წყაროს ცნობით, ესპანური გრანდი მზადაა 21 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ გამოსასყიდი ფასი, 50 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
იგივე გეგმა აქვს მიუნხენის "ბაიერნსაც". შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილება თავად უპამეკანომ უნდა მიიღოს.