გერმანული გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ხელმძღვანელობის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა.
წყაროს ცნობით, უკმაყოფილების მიზეზი უნდობლობაა. 54 წლის სპეციალისტს არ მოსწონს, რომ კლუბის ბოსები მას სრულად არ ენდობიან.
"რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა გამუდმებით აცხადებს, რომ ფლიკის კონტრაქტს სეზონის დასრულების შემდეგ გადახედავენ. ფლიკს კი გარანტია სჭირდება, რომ მისი პოზიცია უკანა პლანზე გადავიდეს და მთავარი მწვრთნელის პოზიცია დაკარგოს.