მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, არიენ რობენმა დიდი ხნის ოცნება აისრულა.
გერმანული ტაბლოიდების ინფორმაციით, ვეტერანმა ფეხბურთელმა როგორც იქნა შეძლო და თხილამურებზე დადგა. ის გასულ თვეში ოჯახთან ერთად ავსტრიის ალპებში ისვენებდა.
რობენს, ისევე როგორც სხვა მოთამაშეებს, თხილამურებით სრიალი აკრძალული ჰქონდათ ტრავმის რისკის გამო. შესაბამისად, იგი აქტიური კარიერის დროს ამას ვერ ახერხებდა.
2014 წელს Bild-თან მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თავისუფალი ცხოვრება ენატრებოდა, განსაკუთრებით კი თხილამურებით სრიალი.