მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, კარაბაოს თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ევროპული ფეხბურთის დღევანდელ ძალთა ბალანსზე ისაუბრა.
მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სპეციალისტმა რამდენიმე კლუბი განსაკუთრებით გამოყო და მათ შორის მიუნხენის ბაიერნიც მოხვდა.
პეპმა ევროპის საუკეთესო გუნდების საკუთარი რეიტინგი ასე ჩამოაყალიბა:
"არსენალი ევროპის საუკეთესო გუნდია მიუნხენის ბაიერნთან ერთად. შესაძლოა, მათ რიცხვს ბარსელონაც მივაკუთვნოთ. ისინი დღეს ყველაზე მაღალ დონეზე თამაშობენ."