მიუნხენის ბაიერნმა ატალანტა ორი მატჩის ჯამში 10:2 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც მადრიდის რეალს დაუპირისპირდება.
მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერმა ტრავმის გამო ეს შეხვედრები გამოტოვა, მან მაინც მოახერხა ისტორიული მიღწევის დაფიქსირება.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ნოიერი გახდა პირველი ფეხბურთელი ისტორიაში, რომელიც ჩემპიონთა ლიგის (1992/93 წლების შემდეგ) მეოთხედფინალურ ეტაპზე 16-ჯერ გავიდა.
მან გადაასწრო თავის ყოფილ თანაგუნდელს, დავიდ ალაბას (15) და უკან ჩამოიტოვა ისეთი ლეგენდები, როგორებიც არიან: ლიონელ მესი და თომას მიულერი (14) ანდრეს ინიესტა, რაიან გიგზი და ჟერარ პიკე (13)
მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნის კარს ატალანტასთან იონას ურბიგი იცავდა, ნოიერის როლი გუნდის წარმატებაში უდიდესია. 40 წელს მიახლოებული მეკარე აგრძელებს რეკორდების დამსხვრევას და ახლა მთელი ყურადღება მის გამოჯანმრთელებაზეა გადატანილი, რათა ბაიერნს მადრიდულ გრანდთან დაეხმაროს.