მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავი მაიკლ ოლისე და მადრიდის რეალის ლიდერი ვინისიუს ჟუნიორი ლეგენდარული ლუიშ ფიგუს რეკორდს უახლოვდებიან, რომელიც 1999/00 წლების სეზონიდან მოყოლებული ხელშეუხებელია (9 ასისტი).
ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ასისტენტები ამ მომენტისთვის:
1. მაიკლ ოლისე (ბაიერნი) — 7 ასისტი
2. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი) — 7 ასისტი
3. პიერ-ემერიკ ობამეიანგი (მარსელი) — 5 ასისტი
4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო) — 5 ასისტი
5. აშრაფ ჰაკიმი (პსჟ) — 5 ასისტი
ოლისესა და ვინისიუსს სულ რაღაც 3 ასისტი აშორებთ აბსოლუტურ რეკორდამდე. იმის გათვალისწინებით, რომ ორივე გუნდი მეოთხედფინალშია, დიდი შანსია, რომ წელს ფეხბურთის ისტორიაში ახალი რეკორდსმენი გამოჩნდეს.