არბელოას სარისკო გეგმა ბაიერნთან - რეალის მწვრთნელის მომავალი სასწორზეა

არბელოას სარისკო გეგმა ბაიერნთან - რეალის მწვრთნელის მომავალი სასწორზეა

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი, ალვარო არბელოა, მიუნხენის ბაიერნთან მეოთხედფინალური დაპირისპირებისთვის რადიკალურ ცვლილებებს გეგმავს. 


Defensa Central-ის ინფორმაციით, სპეციალისტი მზად არის, უარი თქვას იმ შემადგენლობაზე, რომელმაც ბოლო დროს გამარჯვებები მოუტანა, რათა მოედანზე მთავარი ძალები დააბრუნოს.


მბაპე და ბელინგემი ბრუნდებიან: არბელოას გეგმის მიხედვით, ბაიერნის წინააღმდეგ სასტარტო თერთმეტეულში კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი დაბრუნდებიან. მათი დაბრუნება კი იმას ნიშნავს, რომ სკამზე გადაინაცვლებენ არდა გიულერი და ბრაიმ დიასი, რომლებიც ბოლო მატჩებში ძირითადის განუყოფელი ნაწილები იყვნენ.


ეს გადაწყვეტილება არბელოასთვის გადამწყვეტი იქნება. ესპანური მედიის ცნობით, სწორედ ბაიერნთან სერიის შედეგი განსაზღვრავს მის მომავალს მადრიდულ კლუბში. შეძლებს თუ არა მბაპესა და ბელინგემის დაბრუნება მიუნხენური მანქანის გაჩერებას, ამას აპრილში ვნახავთ.


24-03-2026, 16:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2