იოზუა კიმიხმა პრესკონფერენციაზე ჯამალ მუსიალას მნიშვნელობაზე ისაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა ხაზი გაუსვა იმ რთულ გზას, რომელიც ახალგაზრდა ვარსკვლავმა გასულ ზაფხულს მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ გაიარა.
კიმიხის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნი ახლა კარგ დონეზე თამაშობს, მუსიალას დაბრუნება გუნდს სულ სხვა ძალას შესძენს:
„ჯამალი უმნიშვნელოვანესი მოთამაშეა ბაიერნისა და გერმანიისთვის. გასულ ზაფხულს მან ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო და ძველ დონეზე დაბრუნება ადვილი არ არის. მან უკვე აჩვენა, რომ განსაკუთრებულია. მიუხედავად იმისა, რომ ახლაც კარგად ვთამაშობთ, ვიცით, რომ როცა ჯამალი მოედანზეა, მას ნებისმიერ წამს შეუძლია სხვაობის შექმნა. მას აქვს თვისება, რომელიც ფეხბურთის სამყაროში იშვიათია.“