კილიან მბაპემ მაიკლ ოლისეს თამაში შეაფასა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ფანტასტიკური სეზონი აქვს და შესანიშნავ ფორმაშია.
მბაპეს თქმით, ნაკრებისთვის დიდი გამართლებაა ასეთი ხარისხის მოთამაშის ყოლა, რადგან ის შეტევაში გუნდს მრავალფეროვან ტაქტიკურ ვარიანტებსა და ინდივიდუალურ ოსტატობას სთავაზობს.
ფრანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოლისე ეროვნულ გუნდში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს, ნაკრების წევრები კი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მას მოედანზე საუკეთესო პირობები შეუქმნან საკუთარი პოტენციალის გამოსავლენად.