მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვინსენტ კომპანი მანჩესტერ სიტის იმ კანდიდატთა სიაშია, რომლებიც პეპ გვარდიოლას შესაძლო წასვლის შემთხვევაში განიხილებიან.
მიუნხენურ კლუბში იციან, რომ „სიტი“ მათი ყოფილი კაპიტნით სერიოზულადაა დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე კომპანის წასვლა საერთოდ არ განიხილება. ბელგიელმა სპეციალისტმა ახლახან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2029 წლამდე, რომელიც არანაირ გამოსასყიდ მუხლს არ ითვალისწინებს.
მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს მაქს ებერლთან ხოლო რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა, მათ შორის დაიო უპამეკანომ, კონტრაქტები სწორედ კომპანის ფაქტორის გამო გაახანგრძლივეს. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ მწვრთნელი მიუნხენში მუშაობას გააგრძელებს.