მიუნხენის ბაიერნი მანუელ ნოიერის შესაძლო წასვლის შემთხვევაში შემცვლელებზე უკვე ფიქრობს. თუ ლეგენდარული მეკარე ამ ზაფხულს კარიერის დასრულებას გადაწყვეტს, კლუბი ერთ-ერთ ვარიანტად 35 წლის ოლივერ ბაუმანს განიხილავს.
არსებული გეგმის მიხედვით, მომდევნო სეზონში ბაიერნის ძირითადი მეკარე იონას ურბიგი უნდა გახდეს, ბაუმანი კი იმ პოტენციური კანდიდატების სიაშია, რომლებიც მეორე ნომრის როლს შეასრულებენ. ჯერჯერობით უცნობია, დათანხმდება თუ არა გამოცდილი ბაუმანი სათადარიგო მეკარის სტატუსს, თუმცა ბაიერნის ხელმძღვანელობა მის კანდიდატურას სერიოზულად აფასებს.
კლუბი აქტიურად მუშაობს საიმედო ზურგის შესაქმნელად, რათა ნოიერის წასვლის შემდეგ პოზიცია დაცული იყოს.