ული ჰიონესმა ჰარი კეინის მომავალთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვას წერტილი დაუსვა. მისი თქმით, ინგლისელმა თავდამსხმელმა არ გამოიყენა კონტრაქტში არსებული გამოსასყიდი მუხლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მიუნხენში მინიმუმ 2027 წლის ზაფხულამდე რჩება.
ჰიონესი ხაზს უსვამს, რომ კეინი და მისი ოჯახი გერმანიაში თავს საოცრად კომფორტულად გრძნობენ. ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა ხუმრობით საუდის არაბეთიდან მოსალოდნელი გიჟური შეთავაზებებიც ახსენა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჰარი ნამდვილი პროფესიონალია და საკუთარ სხეულზე ისე ზრუნავს, რომ კიდევ 3-4 წელი უმაღლეს დონეზე თამაში თავისუფლად შეუძლია.
ჰიონესის თქმით, კეინი მუდმივად რეაბილიტაციისა და ფიზიოთერაპიის პროცესშია, რათა ფორმა იდეალურად შეინარჩუნოს.