"მის პოზიციაზე ალტერნატივები უკვე არიან" - ნაგელსმანის ულტიმატუმი სანეს

"მის პოზიციაზე ალტერნატივები უკვე არიან" - ნაგელსმანის ულტიმატუმი სანეს

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა, ლეროი სანეს შესახებ საკმაოდ პირდაპირი და კრიტიკული განცხადება გააკეთა. კითხვაზე, თუ რატომ აძლევს სანეს კვლავ შანსებს, მწვრთნელმა მიანიშნა, რომ ფეხბურთელმა სტაბილურობა უნდა დაიბრუნოს.


მწვრთნელის თქმით, სანე გუნდისთვის საჭირო პროფილის მოთამაშეა, თუმცა მისი ბოლო გამოსვლები იდეალურისგან შორს იყო.


"არგუმენტი ისაა, რომ ჩვენ გვჭირდება 1-ზე-1 მოთამაშეები. სანემ იცის, რა მოეთხოვება და მან ეს უნდა აჩვენოს. ბოლო მატჩი შვეიცარიასთან საშუალო იყო — არც ძალიან კარგი და არც ძალიან ცუდი. საბოლოოდ, ჩვენ გადავწყვეტთ, რა არის საუკეთესო გუნდისთვის" - განაცხადა ნაგელსმანმა.


ნაგელსმანმა აღნიშნა, რომ სანეს პოზიციაზე ალტერნატივები უკვე ჩნდებიან. მან ხაზი გაუსვა ახალგაზრდა კარლის კარგ თამაშს და ახსენა ტრავმირებული ჯეიმი ლეველინგიც. მწვრთნელმა დაადასტურა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას შემადგენლობის შესახებ ორ თვეში მიიღებს, რაც სანესთვის ერთგვარი ულტიმატუმია.


29-03-2026, 22:46
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2