მიუნხენის ბაიერნის 2027/28 წლების სეზონის საშინაო ფორმაზე სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა.
ადიდასის აღმასრულებელი დირექტორის, ბიორნ გულდენის ახალი ფილოსოფიის მიხედვით — „ორი კლასიკური და ერთი რისკიანი დიზაინი“ — მომავალ ფორმაზე ისეთი აქცენტები გამოჩნდება, რომელიც კლუბის ისტორიაში საშინაო მაისურზე არასდროს ყოფილა.
საუბარია იასამნისფერ ფერზე, რომელიც ტრადიციულ წითელთან ერთად იქნება გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ელფერი ჯერ უცნობია, ეს გადაწყვეტილება უკვე იწვევს დიდ აზრთა სხვადასხვაობას გულშემატკივრებში. ბაიერნის საშინაო ფორმა ყოველთვის კონსერვატიული იყო, თუმცა 2027 წელს ადიდასი რევოლუციურ ნაბიჯს გადადგამს.