კარლ-ჰაინც რუმენიგემ მაიკლ ოლისეს გარშემო ატეხილ სატრანსფერო მითქმა-მოთქმას წერტილი დაუსვა და მედიას გარკვევით მიანიშნა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ჭორია.
მისი თქმით, კლუბში ამ ინფორმაციაზე ყველას ეღიმება, რადგან ოლისეს ბაიერნთან კიდევ სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს და ამ თემაზე საუბარიც კი ზედმეტია.
რუმენიგემ ხაზი გაუსვა, რომ სწორედ მაიკლისნაირი ფეხბურთელების სანახავად დადის ხალხი სტადიონზე და მიუნხენელები მის გაშვებას არ აპირებენ. მისი განცხადებით, მედია ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, თუმცა რეალობა სულ სხვაა - ოლისე ბაიერნის ხელშეუხებელი ფიგურაა.