იულიან ნაგელსმანმა, ბოლო ამხანაგური მატჩების შემდეგ ლეროი სანეს პერსპექტივებზე ისაუბრა. ნაგელსმანი არ მოერიდა კრიტიკას და აღნიშნა, რომ სანეს თამაში შვეიცარიის წინააღმდეგ არ იყო საკმარისი იმ დონისთვის, რასაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელი ფეხბურთელისგან ელიან. თუმცა, მწვრთნელმა შეაქო შემტევი განასთან გამოსვლისთვის, სადაც სანე შეცვლაზე აქტიურად ჩაერთო და რამდენიმე გადამწყვეტი მომენტი შექმნა.
ნაგელსმანის თქმით, სანეს ბედი უახლოეს რვა კვირაზეა დამოკიდებული. „ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რას გააკეთებს ის მომდევნო ორი თვის განმავლობაში. თუმცა, ეს მხოლოდ მას არ ეხება — ეს წესი ყველა სხვა ფეხბურთელისთვისაც ძალაშია“, — განაცხადა ნაგელსმანმა.
მწვრთნელმა მკაფიოდ მიანიშნა, რომ ნაკრებში ადგილი გარანტირებული არავის აქვს და მსოფლიო ფორუმზე მხოლოდ ისინი გაემგზავრებიან, ვინც სეზონის ფინალურ ეტაპს საუკეთესო ფორმაში შეხვდება.