მიუნხენის ბაიერნმა ჰარი კეინის ტრავმასთან დაკავშირებით პრიორიტეტები საბოლოოდ განსაზღვრა. ბოლო მონაცემებით, ინგლისელი ფორვარდი შაბათს, ფრაიბურგის წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს.
მიზეზი კოჭის პრობლემებია, რომელიც ფეხბურთელს ბოლო პერიოდში აწუხებს.
კლუბის ხელმძღვანელობისა და სამედიცინო შტაბის მთავარი მიზანია, კეინი 100%-ით მზად იყოს მადრიდის რეალთან ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრისთვის, რომელიც ფრაიბურგის მატჩიდან სულ რაღაც სამ დღეში გაიმართება.