კეინმა გუნდთან ერთად არ ივარჯიშა - რა ხდება რეალთან მატჩამდე 5 დღით ადრე?

კეინმა გუნდთან ერთად არ ივარჯიშა - რა ხდება რეალთან მატჩამდე 5 დღით ადრე?

მიუნხენში მადრიდის რეალთან მატჩისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაში შედის. დღევანდელ ვარჯიშზე მთავარი სიახლე ისევ ჰარი კეინს უკავშირდება - ბომბარდირს საერთო ჯგუფთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა შიდა ბაზაზე ინდივიდუალურად დაიტვირთა.

კეინი შაბათს ფრაიბურგთან მატჩს გამოტოვებს. კლუბის მთელი სამედიცინო შტაბი ახლა იმაზე მუშაობს, რომ ჰარი სამშაბათისთვის, რეალთან ომისთვის იყოს მწყობრში.

პოზიტიური ამბებია სამეკარეო ხაზზე: იონას ურბიგმა, რომელმაც ნაკრებში ყოფნისას დაზიანება მიიღო, გუნდთან ერთად სრული ვარჯიში ჩაატარა. მოსალოდნელია, რომ ის შაბათს განაცხადში იქნება, თუმცა კარში კვლავ მანუელ ნოიერს ვიხილავთ.

გარდა ამისა, გუნდს სრული დატვირთვით დაუბრუნდნენ ჯამალ მუსიალა, ალფონსო დეივისი და პავლოვიჩი - სამივე მათგანმა დღევანდელი სესია ყოველგვარი შეფერხების გარეშე დაასრულა.


2-04-2026, 20:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2