გერმანულ ფეხბურთში საიდ ელ მალას ტრანსფერის გამო ნამდვილი ომი დაიწყო. კიოლნს განზრახული აქვს, 18 წლის ვინგერი კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ გაყიდვად აქციოს და ამისთვის ისეთ პირობებს აყენებს, რომ გრანდები შოკში არიან.
ბოლო ცნობებით, 40-მილიონიანი შეთავაზებაც კი არ აღმოჩნდა საკმარისი, რადგან კიოლნი გაცილებით მეტს ითხოვს და ვაჭრობას არ აპირებს.
ამ გიჟურმა ფასმა მიუნხენის ბაიერნი და ბრაიტონი დააფიქრა.
არცერთი კლუბი არ არის მზად, ასეთი რისკი აიღოს ფეხბურთელზე, რომელსაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი. თუ კიოლნი მოთხოვნებს არ დაწევს, ბაიერნი მზად არის რბოლიდან საერთოდ გავიდეს, რადგან მიუნხენში 40 მილიონზე მეტს აშკარად გადაჭარბებულ ფასად მიიჩნევენ.