ბაიერნის ყოფილმა მთავარმა ექიმმა, ჰანს-ვილჰელმ მიულერ-ვოლფარტმა 2015 წელს მომხდარი სკანდალური დაპირისპირება გაიხსენა, რამაც მისი გადადგომა გამოიწვია.
ექიმის თქმით, 15 აპრილი საშინელი დღე იყო — პორტუსთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის წაგების შემდეგ, გვარდიოლამ მთელი გუნდის წინაშე მას დააბრალა მარცხი. პეპი მიიჩნევდა, რომ ფეხბურთელები ძალიან დიდხანს მკურნალობდნენ, რაც ექიმისთვის სრულიად აბსურდული და მიუღებელი ბრალდება აღმოჩნდა.
მიულერ-ვოლფარტი აღნიშნავს, რომ გვარდიოლა ბარსელონაში მიჩვეული იყო სამედიცინო საკითხებზე საბოლოო სიტყვის თქმას, თუმცა მიუნხენში ექიმის დიაგნოზი ყოველთვის გადამწყვეტი იყო.
მისი თქმით, უდო ლატეკი და დეტმარ კრამერი მას სრულად ენდობოდნენ, თუმცა გვარდიოლასთან ურთიერთობა ვერ შედგა. ექიმი დარწმუნებულია, რომ იმ პერიოდში ული ჰიონესი ციხეში რომ არ ყოფილიყო, ეს კონფლიქტი არ მოხდებოდა და კლუბის ბოსი მას აუცილებლად დაიცავდა.