მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.
"დორტმუნდში გატარებული ორი წლის შემდეგ სერიოზულად ვფიქრობდი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლაზე."
"თუმცა, "ბორუსიამ" არ გამიშვა. მითხრეს, რომ ჩემი შენარჩუნება უნდოდათ და ტრანსფერი არ განიხილებოდა."
"მანჩესტერში წასვლაზე მას შემდეგ დავიწყე ფიქრი, რაც ფერგიუსონმა დამირეკა. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენაა." - აცხადებს ლევანდოვსკი.