ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წინ მადრიდის რეალი მოულოდნელ გადაწყვეტილებას იღებს. ესპანური გამოცემა AS-ის ცნობით, სამეფო კლუბი ჯუდ ბელინგემის ტრავმის შემდეგ მის მოედანზე ნაადრევად დაბრუნებას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელმა ვარსკვლავმა სამედიცინო შტაბისგან ნებართვა მიიღო, ის მაინც არ ითვლება ოპტიმალურ ფორმაში მყოფად.
ბელინგემი მაიორკასთან მატჩის სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება და დიდი ალბათობით, ბაიერნთან პირველ შეხვედრასაც სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს.
მადრიდელები ერიდებიან რისკს და ურჩევნიათ ლიდერი სრულყოფილად გამოჯანმრთელდეს, ვიდრე ნაადრევი დატვირთვით მდგომარეობა გაიუარესოს. ეს კი ვენსან კომპანის გუნდისთვის სერიოზული უპირატესობა შეიძლება გახდეს.