ბაიერნის ბანაკიდან უმნიშვნელოვანესი სიახლე ვრცელდება. ჰარი კეინის გარემოცვა ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ ინგლისელი ფორვარდი სამშაბათს, რეალის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის მწყობრში იქნება.
მიუხედავად ბოლოდროინდელი კითხვის ნიშნებისა, კეინის რეაბილიტაციის პროცესი გეგმაზე სწრაფად მიმდინარეობს.
კომპანის გუნდისთვის კეინის ყოფნა მოედანზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მადრიდელებს ჯუდ ბელინგემის პრობლემა აქვთ.
ბაიერნის ცხრიანი მზადაა, სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრას სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდეს და მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ გაუძღვეს.