ბაიერნის ახალგაზრდა ტალანტმა, ლენარტ კარლმა, ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლი დაუვიწყარ ემოციებს შეადარა. ფეხბურთელმა აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა გადამწყვეტი გოლის გატანაზე, მაისურის გახდასა და ამ მომენტის ასე აღნიშვნაზე.
კარლის თქმით, მას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წინათგრძნობა, რომ მოედანზე რაღაც განსაკუთრებულს გააკეთებდა.
18 წლის ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ ეს იყო წარმოუდგენელი შეგრძნება და ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა. კარლი უკვე იქცა აკადემიის იმ ნათელ წერტილად, რომელსაც მიუნხენში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.