მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, დღევანდელი მძიმე მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო, თუმცა ბოლო პასის დროს სიზუსტე აკლდათ.
ბელგიელი სპეციალისტის თქმით, მეტოქემ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე მაქსიმუმი გააკეთა, რამაც თამაში საგრძნობლად გაართულა.
კომპანიმ ხაზი გაუსვა, რომ ფეხბურთში ყველა მატჩის 3-0 ან 4-0 მოგება შეუძლებელია.
მისი თქმით, სეზონის განმავლობაში გუნდმა მსგავსი ემოციებიც უნდა გამოსცადოს. მწვრთნელი კმაყოფილია მოპოვებული სამი ქულით, რადგან წინასწარ იცოდა, რომ გასვლაზე რთული ბრძოლა ელოდათ.