ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი შეხვედრის წინ ბაიერნის გასახდელში საბრძოლო განწყობაა. ფეხბურთელები მადრიდის რეალთან მატჩს შიშის გარეშე და სრული მობილიზებით ხვდებიან.
ტომ ბიშოფი დარწმუნებულია, რომ გუნდს მადრიდელების გატეხვა შეუძლია: “დარწმუნებული ვარ, რეალის დამარცხება შეგვიძლია.”
იოსიპ სტანიშიჩმა კი ხაზი გაუსვა გუნდის მენტალურ მომზადებას და აღნიშნა, რომ მოედანზე მაქსიმალური შემართებით გავლენ: “თამაშზე 110-პროცენტიანი თავდაჯერებით გამოვდივართ.”
ამავე პოზიციაზეა ახალგაზრდა ლენარტ კარლიც, რომელიც მიიჩნევს, რომ ბაიერნის ამჟამინდელი ფორმა ნებისმიერი მეტოქისთვის საშიშია: “ახლა უბრალოდ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.”