გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველს, ივან პერიშიჩს კლუბში დარჩენა სურს.
მოგეხსენებათ, ხორვატი ფეხბურთელი "რეკორდმაისტერის" რიგებში ერთწლიანი იჯარის წესით ირიცხება. თუმცა, მისი სურვილია, რომ კლუბმა ის სრულიად გამოისყიდოს.
წყაროს ცნობით, პერიშიჩი უკვე ესაუბრა "ბაიერნის" ხელმძღვანელებს და თავისი სურვილის შესახებ აცნობა. დიდი ალბათობით, მისი მომავალი სეზონის დარჩენილ ნაწილში გადაწყდება.
შეგახსენებთ, რომ კლუბს ხორვატი ნახევარმცველის გამოსყიდვა "ინტერისგან" 20 მილიონ ევროდ შეუძლია.