ინგლისური მსაჯობა მადრიდში - რეალისა და ბაიერნის მატჩის არბიტრი ცნობილია

ინგლისური მსაჯობა მადრიდში - რეალისა და ბაიერნის მატჩის არბიტრი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრას, სადაც მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს, ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი გაუძღვება.

უეფამ არჩევანი ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და პრინციპულ მსაჯზე შეაჩერა, რომელსაც ევროპულ არენაზე არაერთი რთული მატჩი აქვს ჩატარებული.

ბაიერნისთვის ოლივერი ნაცნობი ფიგურაა, თუმცა რეალთან გასვლით შეხვედრაში მსაჯის ფაქტორი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს.

მიუნხენელები იმედოვნებენ, რომ სამშაბათს ბერნაბეუზე მთავარი აქცენტი ფეხბურთზე იქნება და არა არბიტრის გადაწყვეტილებებზე. კომპანის გუნდი მზადაა ნებისმიერ პირობებში იბრძოლოს წარმატებისთვის.

ისტორიას თუ გადავხედავთ, ოლივერის მსაჯობისას ბაიერნმა ბარსელონა 3-0 გაანადგურა, ატლეტიკოს 4-0 მოუგო, პარი სენ-ჟერმენი კი გასვლაზე 1-0 დაამარცხა. ბოლო მნიშვნელოვანი გამარჯვება ლევერკუზენთან ჩემპიონთა ლიგაზე (3-0) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ფლამენგოსთან (4-2) მოგებაც სწორედ მის სახელს უკავშირდება. ჯამში, ოლივერის მსაჯობისას ბაიერნს წაგება არ ახსოვს, რაც ბერნაბეუზე გასვლამდე დამატებითი თავდაჯერების საფუძველია.


5-04-2026, 17:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2