თქვენ არასდროს მოგიგიათ მადრიდის რეალის წინააღმდეგ. ხომ არ დადგა დრო, რომ ეს შეიცვალოს?
კიმიხი: „ყოველ ჯერზე, როცა აქ მოვდიოდი, იგივეს ვფიქრობდი [იცინის], მაგრამ ამჯერად განსხვავება ისაა, რომ სრული შემადგენლობა გვყავს ხელმისაწვდომი.
წლების განმავლობაში ამ ეტაპზე ყოველთვის ბევრი ტრავმით მოვდიოდით. კარგ განწყობაზე ვართ, ყველა მწყობრშია და შეგიძლიათ იგრძნოთ, რომ ყველა მოუთმენლად ელის თამაშს.
ეს იქნება კარგი მატჩი ბაიერნის ფანებისთვის, რეალის ფანებისთვის და ასევე ნეიტრალური მაყურებლისთვისაც“.