მადრიდში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, გასახდელში არსებულ განწყობაზე ისაუბრა.
ბელგიელი სპეციალისტი ზედმეტ ეიფორიას ერიდება და მთელ ყურადღებას საპასუხო მატჩზე გადააქვს.
კომპანი: „გასახდელში ყველა ძალიან, ძალიან მშვიდად იყო. ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ წინსვლისთვის კიდევ ერთხელ უნდა გავიმარჯვოთ. ბერნაბეუზე მოგება რაღაც განსაკუთრებული ფაქტია. თუ ამის გაკეთება შეგიძლია, ეს ნიშნავს, რომ ბევრი რამის მიღწევის უნარი გაქვს. თუმცა, ეს დაპირისპირება ჯერ არ დასრულებულა.“