ბერნაბეუზე მარცხის შემდეგ, რეალის ფეხბურთელები და ლეგენდები საპასუხო მატჩისთვის ნამდვილ ომს აანონსებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიერნმა პირველი რაუნდი მოიგო, მადრიდში თვლიან, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა.
ალვარო არბელოა: „ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ ვინმეს შეუძლია მიუნხენში მოგება, ეს რეალია. ვისაც არ სჯერა, შეუძლია მადრიდში დარჩეს, რადგან ჩვენ გერმანიაში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ!“
ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი: „ალიანს არენაზე მოგება უდიდესი გამოწვევაა, მაგრამ ასეთ კლუბში ჩვენ სწორედ ასეთ მომენტებში ვძლიერდებით. ჩვენი გეგმა ტურნირის მოგებაა, ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ.“
მბაპე და ვინისიუსი კი მოკლე და კონკრეტულები იყვნენ: „ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, ყველაფერი ღიაა. იწამეთ!“