მადრიდში მოპოვებული გამარჯვება ვენსან კომპანისთვის საიუბილეო, მე-100 მატჩი გამოდგა ბაიერნის სათავეში.
მისი სტატისტიკა უბრალოდ ფენომენალურია: 100 მატჩში გუნდმა 76 გამარჯვება მოიპოვა და 302 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ მატჩში 3 გოლს უდრის. საშუალოდ 2.41 დაგროვებული ქულით კომპანიმ დაამტკიცა, რომ მისი ბაიერნი ჩემპიონური ტემპით მოძრაობს.
მიუხედავად წარმატებისა, მწვრთნელი გასახდელში სიმშვიდეს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ საქმე ჯერ არ დასრულებულა.