"გადავა თუ არა ლივერპულში?" - ჯერარდმა ოლისეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"გადავა თუ არა ლივერპულში?" - ჯერარდმა ოლისეს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ლივერპულის ლეგენდამ, სტივენ ჯერარდმა, მაიკლ ოლისეს მომავალზე ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ მიაჩნია მისი ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოდ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერარდს ფრანგი ტალანტის ენფილდზე ხილვა სურს, ის ბაიერნის დღევანდელ სიძლიერეს უსვამს ხაზს.


ჯერარდის თქმით, ოლისეს მიუნხენის დატოვების მიზეზი უბრალოდ არ აქვს:

„მაიკლ ოლისე? პრობლემა ისაა, თუ რატომ უნდა დატოვოს მან მიუნხენის ბაიერნი? ეს დიდი კლუბია, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძვის. ალბათ, ეს არის ყველაზე ძლიერი ბაიერნი, რომელიც ბოლო პერიოდში გვინახავს.“


ლეგენდარული ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ოლისე ზაფხულში კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს:

„ის აპირებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი დაიპყროს. ის ბედნიერი და გუნდში ადაპტირებული ჩანს. არ მგონია, რომ სადმე წავიდეს.“


ჯერარდმა არ დამალა, რომ ოლისეს ლივერპულში სიამოვნებით იხილავდა და აქვე ლუის დიასის მიმართ ნოსტალგიაც გამოხატა:

„რა თქმა უნდა, მისი ხილვა ლივერპულში ძალიან გამიხარდებოდა. იცით რა? არც ლუის დიასის დაბრუნების წინააღმდეგი ვიქნებოდი. ის ჩვენ ძალიან გვაკლია.“


9-04-2026, 15:23
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2