ძველი ვალის დაბრუნება - რატომ მართავს ბაიერნი ამხანაგურ შეხვედრას ლაიფციგთან?

ძველი ვალის დაბრუნება - რატომ მართავს ბაიერნი ამხანაგურ შეხვედრას ლაიფციგთან?

მიუნხენის ბაიერნი აგვისტოს შუა რიცხვებში ლაიფციგთან საინტერესო მატჩს გეგმავს. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ამხანაგური შეხვედრის უკან წლების წინ დადებული ხელშეკრულება დგას, რომელიც იულიან ნაგელსმანის მიუნხენში ტრანსფერს უკავშირდება.


ეს შეხვედრა იმ შეთანხმების ნაწილია, რომელიც კლუბებს შორის 2021 წლის ივლისში გაფორმდა. მაშინ ბაიერნმა ნაგელსმანის სანაცვლოდ რეკორდული 25 მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა გარიგება მხოლოდ ფულად თანხას არ მოიცავდა.


კლუბები მაშინ შეთანხმდნენ, რომ სატრანსფერო ფასის გარდა, უნდა გამართულიყო ამხანაგური მატჩი, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილიც ლაიფციგის ბიუჯეტში დამატებითი კომპენსაციის სახით შევიდოდა.


მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 5 წელი გავიდა და იულიან ნაგელსმანი დიდი ხანია ბაიერნის მწვრთნელი აღარ არის, კლუბები ვალდებულების შესრულებას ახლა აპირებენ. მატჩი ორივე გუნდისთვის ახალი სეზონის წინ ძალების მოსინჯვის კარგი შესაძლებლობა იქნება.


11-04-2026, 00:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2