ბაიერნი კიმ მინ-ჯეს გაყიდის? - იტალიური კლუბები კორეელს უბრუნდებიან

ბაიერნი კიმ მინ-ჯეს გაყიდის? - იტალიური კლუბები კორეელს უბრუნდებიან

მიუნხენის ბაიერნში კიმ მინ-ჯეს ირგვლივ სიტუაცია იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზაფხულსა და იანვარში კლუბმა მისი გაშვების ყველა გზა ჩაკეტა, მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე კორეელი მცველის წასვლა სრულიად რეალური გახდა.

თავდაპირველად, ვინსენტ კომპანის სურვილი იყო, რომ შემადგენლობა მაქსიმალურად შეენარჩუნებინა, თუმცა რეალობამ კორექტივები შეიტანა. დღეის მდგომარეობით, კიმი ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ბრძოლას აგებს - ის ჯონათან ტასა და დაიო უპამეკანოს დუეტის ზურგს უკან აღმოჩნდა და სათამაშო დრო მკვეთრად შეუმცირდა.

კიმის ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მისი მაღალი ანაზღაურებაა. შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბაიერნმა ის გამოსასყიდი პუნქტის მეშვეობით შეიძინა, რაც მის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე დაბალი იყო, სანაცვლოდ კი კლუბმა ფეხბურთელს საკმაოდ სოლიდური ხელფასი დაუნიშნა.

დღეს, როდესაც მცველი სათადარიგო სკამზეა, ბაიერნისთვის მისი შენარჩუნება ფინანსურად ნაკლებად მომგებიანი ხდება. სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან იტალიური კლუბები, სადაც კიმს ნაპოლიში გატარებული ბრწყინვალე პერიოდის გამო კვლავ მაღალი რეპუტაცია აქვს.


11-04-2026, 15:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2