ოთხშაბათს, მადრიდის რეალის წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ვინსენტ კომპანის საფიქრალი გაუჩნდა. სერჟ გნაბრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასტარტო თერთმეტეულში შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაადგილება ვიხილოთ.
სერჟ გნაბრის მუხლის პრობლემები აქვს. გუშინ მან მოედანზე მსუბუქი ვარჯიში ჩაატარა, თუმცა მისი სრული დატვირთვით თამაში ჯერ კიდევ გაურკვეველია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოახერხებს ფეხბურთელი რეაბილიტაციას მატჩის დღემდე.
თუ გნაბრი თამაშს ვერ შეძლებს, მისი პირველი შემცვლელი სწორედ ჯამალ მუსიალა იქნება. ამ შემთხვევაში, ჯამალი დაიკავებს მე-10 ნომრის პოზიციას და ჰარი კეინის ზურგსუკან შეტევების ორგანიზებაზე იზრუნებს. მუსიალას კრეატიულობა და დრიბლინგი შესაძლოა გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს რეალის დაცვის გასარღვევად.